„თუ რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთა, იგი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“- იასინ თემისქანი

25 სექტემბერი 2017, 00:00 4019 ნახვა

 ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებით,   დღეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარი ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს. სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერებს ეცნობიან.

„თუ რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთა, იგი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. ქართულ და თურქულ მხარეს ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ.“ - ამბობს იასინ თემისქანი.

ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი დატვირთულია. ზაფხულში საზღვარს ყოველდღიურად 30 ათასამდე, ხოლო წლის განმავლობაში 7 მილიონამდე  პირი კვეთს. 

იასინ თემისქანი სარფში იმყოფებოდა. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ესაუბრა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში