ეკომიგრანტთა სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

16 ივნისი 2016, 00:00 3615 ნახვა

წალკაში, ნონოწმინდასა და კიდევ 5 მუნიციპალიტეტში   ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის საკითხებზე, მათი საჭიროებების გამოვლენასა და პილოტური პროგრამების შემუშავებაზე სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. თვითმართველობების წარმომადგენლებმა ძირითად პრობლემად ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა  დაასახელეს.  ეკომიგრანტების ინტეგრაციის პილოტურ პროგრამებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტები სამუშაო შეხვედრებზე შეიმუშავებენ,  “დემოკრატიის ინსტიტუტი “ევროკავშირის მხარდაჭერით “ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია “ პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში