ხანძრის წინააღმდეგ

23 სექტემბერი 2017, 00:00 2295 ნახვა

ადიგენის რაიონში ხანძარია. ღიღმის ტყის ფერდობზე მაშველები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. მეორე დღეა ცეცხლის კერებს ებრძვიან წაღვერში. ვითარებას ქარი და ძნელად მისადგომი რელიეფი ართულებს. დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი წიწვოვან ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

არჯევანიძის ტყეში მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სალიკვიდაციო ღონისძიებები. მეხანძრეები ცეცხლის კერებამდე მისასვლელ გზებს ჭრიდნენ. 

ამავე კატეგორიაში