ბოტანიკურ ბაღში პარკინგი მოეწყობა

22 სექტემბერი 2017, 00:00 3727 ნახვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ავტოსადგომი ორი დონისაგან შედგება და 70 მსუბუქ ავტომობილსა და 8 ავტობუსზეა გათვლილი.

სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება და ის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ავტოსადგომის მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის საპროექტო სამუშაოები.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში