საარჩევნო უბნების დაკომპლექტება 

21 სექტემბერი 2017, 00:00 2239 ნახვა

ბათუმში საარჩევნო უბნების დაკომპლექტება მიმდინარეობს.  პროცესი 18 საათამდე უნდა დასრულდეს. უკვე აირჩიეს უბნების თავდმჯომარეები და მდივნები. დღეს საარჩევნო სუბიექტებმა პარტიული სიებიც უნდა წარადგინონ.  სიების წარდგენის საბოლოო ვადის ამოწურვამდე 3 საათი დარჩა. დღესვე 6 საათამდე უნდა უნდა დარეგისტრირდნენ მერობის კანდიდატებიც.

 პირველი სხდომები მიმდინარეობს ხულოს საარჩევნო უბნებზე. დღეს აქაც კომისიები დამოპლექტება. დღის ბოლომდე ხულოში 17 უბანი უნდა გაიხსნას. მუნიციპალიტეტში სულ 55 საარჩევნო უბანია, მათგან  13   ადაპტირებულია. ხულოში 23 ათას 960 ამომრჩევლია რეგისტრირებული.

 საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურები მიმდინარეობს ქედაშიც.  დღეს  უბნების თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს აირჩევენ. დღესვე, მდივანს გადაეცემა ამომრჩეველთა ერთიანი სია, რომელსაც შენობის თვალსაჩინო ადგილას გააკრავენ. პროცედურებს ენდიაის დამკვირვებლები დაესწრებიან. ქედის #80 ოლქში სულ 31 უბანია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში