ერდოღანის მხარდაჭერა საქართველოს

20 სექტემბერი 2017, 00:00 2626 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პირველი მკაფიო და მხარდამჭერი განცხადება თურქეთის პრემიერისგან. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაერო-ს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ  “აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტების მოგვარება რეგიონული სტაბილურობის საფუძველია.” "საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა გადამწყვეტია სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისათვის.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე - თურქეთის პრეზიდენტი. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კი განაცხადა, რომ ,,რუსეთმა საქართველოზე თავდასხმით, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობით, გაერო-ს წესდება დაარღვია. მან  გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება პასიური დამკვირვებლის რანგში აღარ უნდა იყოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი