აჭარის სამთავრობო დელეგაცია ნახიჩევანში

15 ივნისი 2016, 00:00 3440 ნახვა

აჭარის მთავრობის დელეგაცია ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. არჩილ ხაბაძე ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე  ვასილ თალიბოვს შეხვდა.  უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ ისაუბრა აჭარასთან თანამშრომლობის ფორმატზე, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებს მოიცავს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური, სავაჭრო, განათლების, ჯანდაცვის და სატრანსპორტო სექტორებში ურთიერთანამშრომლობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ. 

ამავე კატეგორიაში