სკოლის დისციპლინური კომისიის სხდომა გადაიდო

19 სექტემბერი 2017, 00:00 2991 ნახვა

სხეფის საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე დისციპლინური კომისიის სხდომა დღეს არ შედგა. საკითხის განხილვის გადადების მიზეზი კომისიის შემადგენლობა გახდა. 
  კომისიის წევრები საკითხის, ამ დრომდე გადადების მიზეზად თავდაპირველად არჩეული კომისიის თავმჯდომარის შეცვლას ასახელებენ, რადგანაც აქამდე არჩეული თავმჯდომარე იმ ბავშვის მშობელია, რომელიც ფოტოზე ,,ქართული ოცნების“ დროშითაა აღბეჭდილი. კომისიის თავმჯდომარე მხოლოდ აღნიშნული ფაქტის განხილვის პროცესში იქნება შეცვლილი, რადგან საკითხის ობიექტურად განხილვა მომხდარიყო აცხადებენ ისინი. თუ რა ზომებს მიიღებს კომისია დასკვნის შედეგები დღის ბოლოს ან ხვალ გახდება ცნობილი.

კომისიაში ორი პედაგოგი, ორი მშობელი და ერთი მოსწავლეა. რა სანქციებს გაატარებს კომისია პედაგოგის მიმართ სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი. პედაგოგს სიტყვიერი გაფრთხილება, ან საყვედური ან სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება. შეგახსენებთ, რომ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ პირველკლასელებთან ერთად გადაიღო ფოტო, ბავშვებს ხელში ქართული ოცნების დროშები უჭირავთ. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მარინა დარჩიძე შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია.  

ამავე კატეგორიაში