წინასაარჩევნო გარემო

19 სექტემბერი 2017, 00:00 1596 ნახვა

''კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა'' _ ამ თემაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრეზენტაციას მართავს. ორგანიზაციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნებისა და საკანონმდებლო ბაზის ანალიზის საფუძველზე ძირითად ტენდენციებს გამოყოფენ. მათი თქმით, საარჩევნო უბნების ადაპტირების პრობლემა ისევ დგას, გამოწვევებს შორის რჩება საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობაც.

წინა არჩევნების გამოცდილების გათვალიწიენბით, აქცენტი რამდენიმე საკითხზე გაკეთდა, საიას განცხადებით, რიგ შემთხვევებში ინციდენტების პრევენცია ვერ ხერხდებოდა, ხშირი იყო არასწორი კვალიფიკაციის მინიჭებაც. საარჩევნო დავების კუთხით არსებულ პრაქტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. `შეხვედრას მედიის, მესამე სექტორისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადეგნლები ესწრებიან. 

ამავე კატეგორიაში