შუახევში სოფელ ტაკიძეებში ხანძარია

18 სექტემბერი 2017, 00:00 3133 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებშიოთოლთას ციხესთან ხანძარია. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველები მუშაობენ. ცეცხლის კერა ლოკალიზებულია, ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში