სლოვენია ''ევრობასკეტის'' ჩემპიონია

18 სექტემბერი 2017, 00:00 2602 ნახვა

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებმა პირველად მოიპოვა ''ევრობასკეტის''  ჩემპიონიობა.
იგორ კოკოშკოვის გუნდმა, ფინალში სერბეთის ეროვნული გუნდი 93-85 დაამარცხა.

თამაშის პირველი მეოთხედი სერბებმა გაიმარჯვეს 20-22, მეორე მეოთხედში კი სლოვენიელებმა მოატრიალეს თამაში და პირველი ტაიმი 57-46 დაასრულეს. 

სლოვენიელმა ლუკა დონჩიჩმა კი მესამე მეოთხედში ტრავმის გამო თამაში დატოვა. მესამე მეოთხედი კი სერბებმა 15-20 მოიგეს.

თამაშის საუკეთესო მოთამაშედ მაიამი ''ჰიტის'' გამთამაშებელი გორან დრაგიჩი დასახელდა. მის ანგარიშზე 33 ქულაა. ის ასევე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხოლო სერბების მხრიდან ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოირჩეოდა 22 ქულით.

შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანეთის ნაკრებმაც იგივე ანგარიშით 93-85 რუსეთის ნაკრები დაამარცხა. 



(ფოტო: პირველი არხი)

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში