''სამართლიანი არჩევნების'' სარჩელი

17 სექტემბერი 2017, 00:00 3099 ნახვა

“სამართლიანი არჩევნები” საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. ორგანიზაცია “ცესკო”-ში შესატანად სარჩელს ამზადებს. კერძოდ, საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით. განცხადება “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა „ახალ სივრცეში“ გააკეთა. საუბარია ბათუმში “ქართული ოცნების” შეკრებაზე, სადაც პარტიამ რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. მადონა ბერიძის თქმით,  “ქართული ოცნების” შეკრებას ბათუმში, ხულოსა და შუახევის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ჩვენ დავუკავშირდით ხულოსა და შუახევის საარჩევნო ოლქების ხელმძღვალებს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი