''სამართლიანი არჩევნები'' აჭარის ფინანსთა სამინისტროს დაჯარიმებას ითხოვს

15 სექტემბერი 2017, 00:00 3540 ნახვა

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევის ფაქტზე ცესკოს განცხადებით მიმართავს. საქმე ეხება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წინაასარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა. კერძოდ, უწყებამ 12 სექტემბერს,  პარტია  „ქართული ოცნების“ აჭარის მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები  და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩადენილი ქმედება  საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და  ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალურ ორგანოთა ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება. 
„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს მიმართავს უწყება „საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით  2000 ლარით დააჯარიმოს.  
ცესკოში ჯერ-ჯერობით  კომენტარს არ აკეთებენ. საჩივარს ბათუმის 79-ე ოლქში განიხილავენ.
 ასევე კომენტარს  ველოდებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში