ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია

15 სექტემბერი 2017, 00:00 3039 ნახვა

რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარეობს. 2018-2021 წლების ბიუჯეტი 2 მილიონ  165 ათას 600 ლარს შეადგენს.

რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, მალე აჭარაში ახალი ბრენდული სასტუმროები აშენდება, მათ შორისაა "ქორთიარდ-მარიოტი", რომელიც  გმირთა ხეივანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

პრეზენტაციაზე ისაუბრეს, რომ ბათუმში, პორტთან გადასასვლელი  ხიდის მშენებლობა იგეგმება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის  დასკვნას ელოდებიან. მომავალ კვირას კი ტერიტორიას შეისწავლიან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ასევე  მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფელის შექმნა დაანონსა.

რამაზ ბოლქვაძის თქმით, ახალ ბულვარში რამდენიმე მასშტაბური  პროექტები მიმდინარეობს და დაახლოებით 520 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. გმირთა ხეივანში კი 12 საინვესტიციო პროექტია დაგეგმილი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 600 მილიონ ლარს შეადგენს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში