ქედაში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

14 სექტემბერი 2017, 00:00 4473 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საარჩევნო სიაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოქმედი დეპუტატი ამირან დევაძეა, ის ზვარეს თემში კვლავ „ქართული ოცნების“ კვოტით იყრის კენჭს.  

ქედაში მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძეა. ის  ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის დირექტორად მუშაობს.კანდიდატები საზოგადოებას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად წარუდგინა.  

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: დაბა ქედა - კარლო თურმანიძე, მერისი - შუქრი თურმანიძე, ოქტომბერი - უშანგი დუმბაძე, მახუნცეთი - ზურაბ თავდგირიძე, პირველი მაისი- ბადრი შავლიძე, ზვარე - ამირან დევაძე, წონიარისი სილოვან ბერიძე, ცხმორისი - ოთარ ბოლქვაძე, დანდალო - ოთარ ხარაძე.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში