"პირისპირ სასურველ რეალობასთან"-კონცერტი საზაფხულო თეატრში

14 ივნისი 2016, 00:00 3731 ნახვა

''პირისპირ სასურველ რეალობასთან'' - ამ სახელწოდებით კონცერტი გაიმართა  ბათუმის საზაფხულო თეატრში. ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა. ერთსაათიანი საკონცერტო პროგრამის ფარგლებში მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები სხვადასხვა ანსამბლმა წარადგინა. სპეციალური პროგრამით წარსდგენ მაყურებლის წინაშე ხონისა და ბათუმის ფსიქონევროლოგიური ცენტრების პაციენტები. საზაფხულო თეატრის ფოიეში გამოიფინა მათი ნამუშევრები. კონცერტის ორგანიზატორი ორგანიზაცია ''ქართული განათლებაა''. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი