ხულოს მუნიციპალიტეტში “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

14 სექტემბერი 2017, 00:00 6280 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში “ქართულმა ოცნებამ” მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. 

მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი გოჩა მელაძეა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კურორტ „გოდერძის“ დირექტორის მოადგილე იყო. ხულოში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 13 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის სამი მოქმედი დეპუტატია. ჯუმბერ დიმიტრაძე,  ზაურ გობაძე და  ჯანგულ შაინიძე.

ჯანგულ შაინიძე ამ მოწვევის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“  კვოტით მოხვდა. მოსახლეობის ნდობის მოპოვებას კი ამჯერად "ქართული ოცნების" სახელით სხალთის თემში შეეცდება.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია  ასე გამოიყურება : აგარა - ჯუმბერ დიმიტრაძე,  დეკანაშვილები - ემზარ ჩოგაძე, ვაშლოვანი- იური აბულაძე, დიოკნისი - მერაბ ღორჯომელაძე,  ღორჯომი - ალექსანდრე  პაიჭაძე, საციხური ჯემალ  მარკოიძე, რიყეთი რამაზ გელაძე, დიდაჭარა - ზაურ გობაძე,  თხილვანა  - ლევან დუაძე, ხიხაძირი - ავანდილ გაბაიძე,  ფუშრუკაული - რამიმ ბერიძე, სხალთა  - ჯანგულ შაინიძე. 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში