ამომრჩეველთა სია

11 სექტემბერი 2017, 00:00 5783 ნახვა

ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია. ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის, მობილური ტელეფონის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 ათას 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას. ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეეძლებათ. ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზე 21 სექტემბრამდე გამოკრული უნდა იყოს. პარალელურად ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, ნომერზე 2-51-00-51. 

ამავე კატეგორიაში