ლაშა დეკანაძის სასამართლო პროცესი

08 სექტემბერი 2017, 00:00 2826 ნახვა

ბათუმი საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენების დროს მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული  ლაშა დეკანაძის მორიგი პროცესი  გაიმართა.  დღევანდელ სხდომაზე არ დაიკითხნენ ის მოწმე პოლიციელები, რომლებიც დეკანაძეს ადანაშაულებდნენ და პროკურატურის მტკიცებით ერთ-ერთ მათგანი ბრალდებულის მიერ ნასროლი ქვის შედეგად დაშავდა.   მხარეები დღეს საქმეში არსებულ უდაო მტკიცებულებებზე შეთანხმდენ. დაცვის მხარემ სადავოდ დატოვა 2 პოლიციელის ჩვენება,  რომლებიც დღეს უნდა დაკითხულიყვნენ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ  ბრალდების მხარის მიერ წარმოდენილია ცრუ მოწმეები.   მხარეების გადაწყვეტილებით  სასამართლოზე არ დაიკითხება ის 250-ზე მეტი მოწმე, რომელსაც ბათუმის მოვლენების საქმეში ფიგურირებს.   შემდგომ სხდომებზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების სახით ვიდეო მასალებს, ასევე მოწმეთა ჩვენებს წარმოადგენს. მომდევნო პროცესი 15 სექტემბერს 15 საათზე ჩატარდება. შეგახსენებთ, მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შორის ლაშა დეკანაძე ერთადერთია, რომელიც ბრალს არ აღიარებს. 

ამავე კატეგორიაში