სპორტი მთავარში

05 სექტემბერი 2017, 00:00 1513 ნახვა

ქართველმა ბორჯღალოსნებმა ეროვნულ კალათბურთელთა ნაკრების წევრებს გადამწყვეტ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარი მაისურები გაუგზავნეს. დღეს ნაკრებს ეს საჩუქარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე გადასცა და მომავალ შეხვედრაში წარმატებები უსურვა. თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები, დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე  ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება. ლიტვასთან გამარჯვების და გერმანიასთან და უკრაინასთან მარცხის შემდეგ ჩვენს გუნდს დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, იმისთვის რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევა და სტამბოლში პლეი ოფში თამაში შეძლოს. 

 დღეს, 22:45-ზე  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მორიგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგ შეხვედრას გამართავს სტუმრად, ავსტრიის ნაკრებთან. წინა ტურში ვლადიმერ ვაისის გუნდმა ირლანდიასთან ფრედ ითამაშა და მეოთხე ქულა მოიპოვა. ავსტრიამ კი უელსში დათმო შეხვედრა. ავსტრიელტათვის ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშნვნელობა აქვს. თუმცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ვაისმა განაცხადა რომ "არც საქართველოს ნაკრებია ჩასული ავსტრიაში დედაქალაქის დასათვალიერებლად. დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სლოვაკ სპეციალისტს ახალ კონტრაქტს შეთავაზებს, თავად ვლადიმერ ვაისი კი გადაწყვეტილების მიღებას შესარჩევი ციკლის დამთავრების შემდეგ გეგმავს. დღევანდელ მატჩში, ავტრიასთან დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი დააკლდება რომელმაც ტრავმა ირლანდიასთან მატჩის დროს მიიღო. 

 საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ყაზახეთში მიმდინარე "პრეზიდენტის თასის" მეორე ტურშიც დიდი ანგარიშით იმარჯვა. პირველ ტურში ალბანეთთან 5:0-ის შემდეგ, გიორგი ნემსაძის გუნდმა ამჯერად ყირგიზეთი 7:1 დაამარცხა.ჩვენი გუნდიდან ჰეთ თრიქით გამოირჩა კაპიტანი ზურაბ დავითაშვილი, დუბლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, ხოლო გიორგი გულიაშვილმა და გიორგი ლომთაძემ თითოჯერ გამოიჩინეს თავი. მომდევნო მატჩს გიორგი ნემსაძის გუნდი 7 სექტემბერს მასპინძელ ყაზახეთთან ჩაატარებს და ამის შემდეგ გაირკვევა, რომელი ადგილისთვის მოუწევთ თამაში მეორე ჯგუფის წარმომადგენელთან.შეგახსენებთ, რომ 17 წლამდელთა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ უკრაინაში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი მოიგო.

ამავე კატეგორიაში