საქმეში მტკიცებულებები ჩანს, რომ გიორგი მამალაძემ ადამიანის მკვლელობა კარიერული წინსვლისთვის დაგეგმა - ჯარჯი წიკლაური

05 სექტემბერი 2017, 00:00 2045 ნახვა

ე.წ. ციანის საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ სასამართლომ გიორგი მამალაძე ბრალდების ორივე ნაწილში დამნაშავედ ცნო. ჯარჯი წიკლაურაურის თქმით, სასულიერო პირის ადვოკატები ცდილობდნენ მამა გიორგი მსხვერპლად წარმოეჩინათ. საქმეში მტკიცებულებებით, კი ჩანს, რომ მან ადამიანის მკვლელობა კარიერული წინსვლითვის დაგეგმა. „მთავარი კითხვა დღეს პასუხგაცემულია, კერძოდ ის, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობას ამზადებდა“ - ამბობს პროკურორი. 

ჯარჯი წიკლაურის განცხადებით ადვოკატები და სასულიერო პირები შეთანხმებულად საუბრობდნენ. მათი განცხადებები კი  უსაფუძვლო იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურორმა ზვიად გუბელაძემაც შეაფასა.     “თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ორივე ბრალდებაში გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო. ერთადერთი განსხვავება, რაც  საბრალდებო დასკვნაში შეიტანეს ეს მოტივია. კერძოდ, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ანგარების მოტივი არ არსებობდა და ეს იყო შურისძიება“ - ამბობს საქმის პროკურორი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში