აჭარის მთავრობამ დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა

04 სექტემბერი 2017, 00:00 2418 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. მისი თქმით, აქტიური სამუშაოების  მიუხედავად მდგომარეობა გართულდა.

გაძლიერდა ქარი, რაც ცეცხლის ჩაქრობას ხელს უშლის. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ამ წუთისთვის შემთხვევის ადგილზე  ერთი ვერტმფრენი მუშაობს. უახლოეს საათებში კი სახანძრო ვერტმფრენსაც ელოდებიან.

რეგიონის პირველი პირის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძრის 4 კერაა,  განსაკუთრებით რთული ვითარება კი 2 ლოკაციაზეა.

ამავე კატეგორიაში