ლოს-ანჯელესში ხანძარს ვერ აქრობენ

04 სექტემბერი 2017, 00:00 2190 ნახვა

ლოს-ანჯელესში ძლიერი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა უკვე მესამე დღეა მოქმედებს. ბოლო მონაცემებით, ტერიტორია, სადაც სტიქია მძვინვარებს 3 ათასზე მეტ ჰექტარ ფართობს მოიცავს. ხელისუფლების შეფასებით, ხანძარი ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.

დაშავდა 4 მეხანძრე და განადგურდა 3 საცხოვრებელი სახლი. სახანძრო ბრიგადა სტიქიას 1000 წევრიანი შემადგენლობით, 206 სახანძრო მანქანითა და 9 ვერტმფრენით ებრძვის. მათ ცეცხლის ლოკალიზებაში ხელს წვიმა უწყობს.

სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ანალოგიური სიტუაციაა ამერიკის დასავლეთ შტატებში. ცეცხლი მძვინვარებს მონტანასა და ვაშინგტონში. ხანძარი პარასკევს გაჩნდა. 

ამავე კატეგორიაში