ქობულეთში ზღვაში მოზარდს ეძებენ

02 სექტემბერი 2017, 00:00 2295 ნახვა

ქობულეთში  დაკარგულ მოზარდს  მაშველები ამ დრომდე ეძებენ. არასრულწლოვანი  ქობულეთში ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა ის ზღვაში იმ დროს შევიდა, როცა ბანაობა საშტორმო მდგომარეობის გამო აკრძალული იყო. დღეს  ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა მოიხსნა და   ბანაობა შეზღუდული აღარ არის. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში