ბათუმელი მუსიკოსების ნაწილი დღესასწაულის მიღმა

01 სექტემბერი 2017, 00:00 2319 ნახვა

ბათუმელი მუსიკოსების ნაწილი ქალაქის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებს. ჯგუფ “მელომანიაკისა” და “ბაბილონის” წევრები ამბობენ, რომ უკვე წლებია ისინი სახალხო დღესასწაულებზე სცენის მიღმა რჩებიან. ილია შავიშვილი ამბობს, რომ ბათუმობის დღესასწაულზე ჯგუფი ზაფხულის სეზონის გახსნის წინ დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობაზე უარის თქმისა და ბოიკოტის გამო დასაჯეს. 

მაშინ ადგილობრივმა შემსრულებლებმა მწირი ანაზღაურება გააპროტესტეს. ბათუმობა 2017-ში მონაწილეობისთვის ასევე არ მიუწვევიათ ჯგუფი “პლატინა.” ფაქტი მისმა ხელმძღვანელმაც გააპროტესტა. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექტორი. ჯონი საბაშვილის თქმით აღნიშნულმა ბენდებმა  ღონისძიებებში გასულ წელს მიიღეს მონაწილეობა. წელს კი კონცერტის კონცეფცია და მონაწილეთა სია სცენარის ავტორმა რევაზ ახრახაძემ წარადგინა. ღონისძიებებში 9 ბათუმური ჯგუფი მონაწილეობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი