ფოლკლორის ფესტივალი

01 სექტემბერი 2017, 00:00 2846 ნახვა

ბათუმში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. 7 ქვეყნის ფოლკლორული ანსამბლები ბათუმში საკუთარი ქვეყნების ნაციონალურ სიმღერებსა და ცეკვებს ტრადიციული სამოსით შეასრულებენ.
 

წარმოდგენილია ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები. ფესტივალი გასულ წელს პირველად ჩატარდა. გუშინ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიხსნა და  3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ფესტივალი საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენაზე“ ხვალ გრანდიოზული კონცერტით დასრულდება, რომელზეც სპეციალური მოწვევით ესპანური ჯგუფი “ლა მონეტა ფლამინგო“ მიიღებს მონაწილეობას.

ამავე კატეგორიაში