სპორტი მთავარში

31 აგვისტო 2017, 00:00 1848 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილს, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.შავდათუაშვილმა საწყის ეტაპებზე ბრაზილიელი მარსელო კონტინი, გამბიელი ფაიე ნჟიე და სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი დაამარცხა, ხოლო 1/4 ფინალში შეხვედრა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დათმო. რეპეშაჟში ლაშა რიოს ოლიმპიადიდან კარგად ნაცნობ დენის იარცევს შეხვდა და დამატებით დროში ულემაზესი გდებით გამოთიშა რუსი ტურნირიდან.ხვალ, 81 კგ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი ზებედა რეხვიაშვილი იასპარეზებს,შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც 29 აგვისტოს ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. 

ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებამ გენო პეტრიაშვილი წლის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარა. იუნაიტედ ვორლდ ვრესლინგმა პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი 2016 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ დაასახელა.შეგახსენებთ რომ პეტრიაშვილმა პლანეტის პირველობის ფინალში მთავარი ფავორიტი, მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული 10-8 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული მძიმეწონითი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.2016 წელს კი ქართველი ფალავანი ევროპის ჩემპიონი გახდა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.გასული წლის საუკეთესო მოჭიდავისათვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი (10 000 $) ქართველ სპორტსმენს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს დაჯილდოვების ცერემონიაზე გადასცა. 

დანიის თასის გათამაშებაში, რანდერსისა და აგერბეკის შეხვედრაში დუბლით და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჯანიძე. მან თავი 26-ე და 77-ე წუთებზე გამოიჩინა, რანდერსმა სუსტ მეტოქეს დიდი ანგარიშით 2-7 სძლია. ლობჟანიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა ორ გატანილ გოლს ორი საგოლე გადაცემაც მიუმატა. საბა ლობჟანიძე რანდერსში ახლახანს გადავიდა და დანიური კლუბის მაისური 7ჯერ მოირგო, გუშნდელ მატჩში გატანილი გოლები მისთვის სადებიუტო გახლდათ. 

ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანზე სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ქვიშის ფეხბურთში. გათმაშებაში 8 გუნდი - ქუთაისი, ბათუმის ბესეუ, ბათუმის დინამო,ბათუმის აკადემია, თელავი, ფოთი და სენაკი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის დინამოში 4 ლეგიონერი ასპარეზობს.  ესპანეთის ნაკრების წევრი და მსოფლისოს საკუთესო ფეხბურთელად დასახელებული ლორენცო გომესი, ასევე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი და ევრო ლიგის ბომბარდი ედუ სუარესი და ორი მეკარე, უკრაინელი ვიტალი სიდორენკო,შვეიცარიელი ელიოტი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საკავალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.ფინალური შეხვედრები  ხვალ 31 აგვისტოს გაიმართება. გუნდები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. დღეს ილიას ზუროსმა გუნდი  "თელ-ავივ არენაზე" ავარჯიშა, ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე პირველ მატჩს ხვალ,  ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. დღეს საქართველოს სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და იმედი გამოთქვა რომ ეროვნული ნაკრები პლეი ოფში იასპარეზებს. მინისტრი დღეს ეროვნული გუნდის კაპიტანს ზაზა ფაჩულიასაც ესაუბრა. 

ამავე კატეგორიაში