დახმარება სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველებისთვის

13 ივნისი 2016, 00:00 2609 ნახვა

სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველისა და მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათას ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000-ლარიან შემწეობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინიციატივა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის. დღესვე , 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება. 

ამავე კატეგორიაში