საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

30 აგვისტო 2017, 00:00 2863 ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება  დასრულდა. აჭარის 6 საოლქო საარჩევნო კომისიას განაცხადით სულ 2 ათას 974  პირმა მიმართა. აქედან ყველაზე მეტი - 886 განაცხადი ბათუმის 79- ე ოლქში შევიდა,  სადაც 612 ადგილია ვაკანტური.

ქობულეთის 81-ე ოლქში ვაკანტური სულ 390 ადგილია, კომისიის წევრობის მსურველი კი 669.  349 განაცხადი შევიდა ხელვაჩაურის 83-ე ოლქში,  საუბნო საარჩევნო კომისიებში კი თავისუფალი ადგილების რაოდენობა 276-ა.

რაც შეეხება ქედის მე-80 ოლქს, განაცხადი შეიტანა 267-მა პირმა,  ვაკანტური კი 186 ადგილია. საუბნო საარჩევნო  კომისიის წევრობის 399 მსურველია შუახევში, 82 - ე ოლქის უბნებში კი 294 ვაკანტური ადგილია. ხულოს 84 -ე ოლქს, სადაც 324  ადგილია თავისუფალი, განაცხადით 404-მა დასაქმების მსურველმა მიმართა.

საუბნო საარჩევნო კომისიის 6-6 წევრს საოლქო საარჩევნო კომისიები, 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით შეარჩევენ. ამბობენ, რომ ყურადღება მიექცევა გამოცდილებას. აჭარაში სულ 347 უბანი გაიხსნება, ასევე ერთი სპეც-უბანი სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი