თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მოემართება

30 აგვისტო 2017, 00:00 1916 ნახვა

საქართველოში თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მოემართება, რომლებიც აბასთუმანში ქართველ მაშველებს დაეხმარებიან. როგორც ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, თურქეთი მზადაა, საქართველოს ხანძრის ლოკალიზებაში ისევ დაეხმაროს.

„საქართველოს მთავრობასთან  კონტაქტი გვქონდა. ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ისევ მოემართება აბასთუმნისკენ. დღისით  ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტში ჩამოვლენ. მეგობარი და მეზობელი ქვეყნებიც ამისთვისაა. ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც საქართველოს დაეხმარა და ასე იქნება ყოველთვის“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუს.

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი