აბასთუმანში საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში თათბირი ჩატარდა

29 აგვისტო 2017, 00:00 1970 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა  საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი დაბა აბასთუმანში ჩაატარა. შეხვედრაზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის კერების დროული და ეფექტური ლოკალიზებისთვის, ტყის მასივში გზის გაჭრის სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს  ამ დრომდე ებრძვიან. ისინი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ.

ფოტო:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

აბასთუმნის ტყეში მძიმე ტექნიკაც შეიყვანეს.  შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, ის მეხანძრე-მაშველები, რომელმაც ბორჯომსა და ახალციხეში  ხანძრის კერების ლიკვიდაცია მოახდინეს.  

ამავე კატეგორიაში