ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა

12 ივნისი 2016, 00:00 2642 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე - ვოტერს.ცეც.გოვ.გე. 7 ივნისს 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 3 ათას 634 საარჩევნო უბანი შეიქმნა, დადგინდა მათი ნომრები და საზღვრები. შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 22 სექტემბრისა უნდა მიმართოს და ცვლილების შეტანა მოითხოვოს. 

ამავე კატეგორიაში