ხანძარი ახალციხეში

29 აგვისტო 2017, 00:00 1736 ნახვა

სვირში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე მაშველები აჭარიდანაც არიან ჩართულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების მეხანძრე-მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ სვირში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი დილიდან მუშაობს. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა ღამის განმავლობაში სვირში ხანძარი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

ამავე კატეგორიაში