ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუახევში

29 აგვისტო 2017, 00:00 2755 ნახვა

შუახევში საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდულის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე  ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კურორტ გომარდულზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო.

 აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია: 9 კილომეტრი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, ასევე 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა და სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია.

ამავე კატეგორიაში