მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს

11 ივნისი 2016, 00:00 2802 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით,  ცენტრალური ქუჩა მთლიანად   ასფალტის საფარის გარეშეა  და არც  ქვეითების სავალი ნაწილია  კეთილმოწყობილი.  აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი მტკიცებით,  გამგეობამ  სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი დაახლოებით ორი თვის წინ გამოაცხადა,  თუმცა გზის მოასფალტება  ამ დრომდე არ დაწყებულა.  ქობულეთის  გამგეობა   განმარატვს,  რომ ამ ეტაპზე კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს  და ტერიტორიის აგვისტოს დასაწყიში სრულად  მოწესრიგდება. 

ამავე კატეგორიაში