ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ჰყავს

28 აგვისტო 2017, 00:00 3157 ნახვა

ბათუმს დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი არ ჰყავს. 79–ე საარჩევნო ოლქში ამბობენ, რომ რეგისტრაციის ვადა 25 აგვისტოს ამოიწურა. სწორედ ამ დრომდე უნდა მიემართათ კომისიისთვის საინიციატივო ჯგუფებს. 

დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციას კახაბერ ცისკარიძე ვეღარ გაივლის. "რეგისტრაცია დამაგვიანდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ" - ამბობს მომღერალი.  საკითხთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთებას კი ხვალ გეგმავს. დღეს დილით, 6 მაისის პარკში კახაბერ ცისკარიძემ ჟურნალისტებთან, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. 

რაც შეეხება გოჩა გუგუნავას, დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაცია მასაც დააგვიანდა. 

ამავე კატეგორიაში