პოლიციას ჰომოფობიის ნიადაგზე ძალადობაში ადანაშაულებენ

25 აგვისტო 2017, 00:00 3597 ნახვა

პოლიციელებს ჰომოფობიის ნიადაგზე ძალადობაში ადანაშაულებენ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს. ომბუდსმენის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ თორნიკე კუსიანს და ლევან ბერიანიძეს ძალადობის კვალი აღენიშნებათ. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, თუმცა გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება მაინც დაიწყო.

“თანასწორობის მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ყვება, რომ ღამით ბულვარში, მას და მის მეგობრებს სცემეს, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს, პოლიციამ კი ფაქტის აღკვეთის ნაცვლად, მოძრაობის წევრები დააკავა, მისივე განცხადებით, დაკავების პროცესშიც და წინასწარი დაკავების იზოლატორშიც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. განსხვავებული ორიენტაციის გამო თავდასხმასა და მოქალაქეების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს ერთ-ერთი ტრანსგენდერიც. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, ისინი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში