ტაიფუნი ჩინეთში

24 აგვისტო 2017, 00:00 1666 ნახვა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილს გასული 5 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. ჰონ კონგში საფრთხის უმაღლესი, მეათე დონე გამოცხადდა.

დატბორილია ქალაქის ქუჩები და პოპულარული ტურისტული პლაჟები, ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრს აღწევდა.

სტიქიის გამო შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა. გადაიდო 400 ზე მეტი ავიარეისი. შეჩერებულია საფონდო ბირჟების მუშაობაც.

ამავე კატეგორიაში