მაშველებმა ზღვიდან 31 ადამიანი გამოიყვანეს

24 აგვისტო 2017, 00:00 2556 ნახვა

დღეს ბათუმში სანაპიროზე 5 ბალიანი შტორმია, სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია.  ამის მიუხედავად მოქალაქეების ნაწილი ზღვაში მაინც შედის.

ბოლო 12 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე 31 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის 18 ქობულეთში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში