5 დაღუპული 1 დაშავებული - ავარია გურიაში

24 აგვისტო 2017, 00:00 5998 ნახვა

სოფელ ჩიბათში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც მხოლოდ ერთი ადმიანი გადაურჩა, რეანომობილით ბათუმში მოჰყავთ. ლანჩხუთში მომხდარ ავარიისას,  მანქანაში მსხდომი ხუთივე მგზავრი კი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები იყვენენ და ბათუმში ცხოვრობდნენ. ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. გადარჩენილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გარდაცვლილები უკვე გადმოასვენეს ბათუმში. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში