ლანჩხუთში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

24 აგვისტო 2017, 00:00 4131 ნახვა

ავტოავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევა ლანჩხუთის რაიონში სოფელ ჩიბათთან მოხდა. მისაბმელიანი სატვირთო მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. გარდაცვლილები მსუბუქი ავტომობილების მგზავრები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მანქანას მისაბმელი მოძვრა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში