ტყის აღდგენის პროცესში

23 აგვისტო 2017, 00:00 2370 ნახვა

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება. 

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს, ბმულზე  www.tkt.ge/football. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფიზიკური გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 26 აგვისტოდან დაიწყება.

ამავე კატეგორიაში