ვიზალიბერალიზაციის პროცესი

10 ივნისი 2016, 00:00 2539 ნახვა

ლუქსემბურგში ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მსჯელობენ. წინასწარი განცხადებების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს ლიდერებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მდივანი საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის სრულად დაკმაყოფილებას აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაცია, მისი შეჩერების მექანიზმის გარეშე არ უნდა ამოქმედდეს. დღესვე შეფასდება რისკების საფრთხეები. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ საიმიგრაციო კრიზისის ფონზე, არ იქნება გონივრული ახალი ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება. თუმცა, ერთადერთი საკითხი რაზეც ევროკავშირის წევრები ერთხმად თანხმდებიან არის ის, რომ საქართველოს დაკმაყოფილებული აქვს ყველა კრიტერიუმი და მზად არის უვიზო მიმოსვლისთვის. საქართველო გადაწყვეტილებას ივლისის პირველ ნახევარში უნდა ელოდოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი