დე-ფაქტო აფხაზეთი რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმს არ გეგმავს

10 ივნისი 2016, 00:00 3991 ნახვა

აფხაზეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს. ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. არტურ მიქვაბიას განცხადებით, სოხუმი სამხრეთ ოსეთის მაგალითს არ მისდევს, რადგან აფხაზეთი სხვა ისტორიაა. თვითაღიარებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თქმით, ცხინვალის მოტივები ნათელია, ოსეთის ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი ოსეთში ცხოვრობს, გაერთიანების სურვილიც ამიტომ აქვთ. რაც შეეხება აფხაზეთს, მისი თქმით, მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნა, ამასთან რუსეთის სანდო და ღირსეული პარტნიორობა სურს. 

ამავე კატეგორიაში