ბორჯომის ხეობაში ხანძარია სამი დღეა მძვინვარებს

22 აგვისტო 2017, 00:00 2416 ნახვა

ბორჯომის ხეობაში ხანძარია სამი დღეა მძვინვარებს.  არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე  დამატებით 3 კილომეტრიანი გზა გაიჭრა.

ადგილზე საგანგებო შტაბი მუშაობს. რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით 24 საათიან რეჟიმში იმყოფება. ხანძრის ჩასაქრობის სამუშაოებში, ვერტფრენებისა და მეხანძრე მაშველების გარდა მობილიზებულია გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგნელები.  

შეგახსნებთ, ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში