გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ადგილზე მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი

22 აგვისტო 2017, 00:00 2190 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ადგილზე მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მეხანძრე- მაშველებს ზუსტად აქვთ მონიშნული ის ზონები, რომლებიც ჩასაქრობია და აქტიურად მუშაობენ.

„ამ წუთას უკეთესი მდგომარეობაა. ვერტმფრენები მუშაობენ. გზაშია უკვე ორი ვერტმფრენი, რომლებიც თურქეთიდან ჩამოვა, ქარის გამო გუშინ ვერ ჩამოფრინდნენ და სულ რაღაც საათანხევარ ორ სააათში ისინიც ჩაერთვებიან. ადგილზე ცოცხალი ძალაც მუშაობს, არიან მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების კომპანიიდან. ამ ეტაპზე რაც საჭიროა, ყველაფერს აკეთებენ. ერთი კერაა ყველაზე მძიმე, რომელზეც ახლა მთელი ძალა იქნება მიმართული. ქვემოდან აგყვავს ტუმბოებით წყალი დაა მგონი, რომ უშველის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს, თუ ქედზე არ ჩავაქრეთ ცეცხლი. მგონია, რომ გავუმკლავდებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

ამავე კატეგორიაში