შეფასებები პარლამენტში

10 ივნისი 2016, 00:00 2300 ნახვა

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2" დაუბრუნდა, ამბობს, რომ "თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე". ხალვაშმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი "გურია ნიუსს" მისცა: "საჩივარი იმიტომ შევიტანე რომ მჯეროდა. ჯერ ყველა პროცესი არ მორჩენილა. ვფიქრობ საქართველოში იქნება სტაბილურობა და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა. დავიცავ სიტყვის თავისუფლებას და თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე" _ აღნიშნა ხალვაშმა.

ამავე კატეგორიაში