ჯვრის აღმართვა

09 ივნისი 2016, 00:00 3097 ნახვა

ამაღლების დღესასწაულზე დღეს თამარის დასახლებაში მშენებარე, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღმართეს. მასში მრევლისა და მშენებლების გარდა ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ. მანამდე კი ტაძრის წინამძღვარმა თეოდერ თავდგირიძემ და დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ ჯვარი აკურთხეს. დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მშენებლობას საძირკველი 2006 წელს ჩაეყარა. როგორც წინამძღვარი ამბობს, მისი დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ეკლესია შემოწირულობით შენდება. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი