ანგისის საწვრთნელი ბაზის მშენებლობა

09 ივნისი 2016, 00:00 3495 ნახვა

ანგისის საწვრთნელი ბაზის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე აქ მხოლოდ ტრიბუნებია მოწყობილი, რომელიც  1575 მაყურებელზეა გათვლილი.  პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, როგორც  ბუნებრივ ასევე ხელოვნურ  საფარიანი მოედნები მოეწყობა.  მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება 4 სართულიანი ადმინისტრაციული შენობა, რომლის სამ სართულზე სასტუმრო განთავსედება. პროექტის განხორციელებისთვის 4 მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა , დაახლოებით მილიონ ლარს რეგიონის ფინანსთა სამინისტრო დამატებით გამოყოფს, რითაც ამავე ბაზას ერთი სტადიონი შეემატება. ანგისის საწვრთნელი ბაზის მშენებლობა გასული წლის ოქტომებრში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს სპორტის მინისტრმა ქალაქის მერთან  და რეგიონის პირველ ფინანსიტთან ერთად დაათვალიერა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში