გასული წელი ბოლო 137 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელ წელიწადად შეფასდა

14 აგვისტო 2017, 00:00 3551 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების - ეროვნული ოკენეოლოგიისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანგარიშში 2016 წელი ოფიციალურად აღიარეს, როგორც ყველაზე ცუდი წელი კლიმატის გაუარესების თვალსაზრისით, რომელიც სამომავლოდ საშიშ სურათს ქმნის.

გლობალური ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე 137 წლის დაკვირვებისა და ანალიზის მიხედვით გასულ წელს ყველაზე მაღალი იყო როგორც ზღვაში, ასევე ხმელეთზე. სათბურის გაზის დონე გაიზარდა უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს. პირველად ისტორიაში, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია იყო ნორმასთან შედარებით 400-ჯერ მეტი. როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გლობალური ტემპერატურა მიწისა და ოკეანის ზედაპირზე იყო 0,45˚-0,56˚C- ით მაღალი - საშუალო პერიოდის 1981 წლიდან 2010 წლის ტემპერატურასთან შედარებით .

იმის გამო, რომ კლიმატის შეცვლის მხრივ სიტუაცია უფრო ღრმავდება, პრობლემების აღმოსაფხვრელად 2015 წლის 2 დეკემბერს, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში, შეიქმნა პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას მდგრადი განვითარების კონტექსტში. რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა .

ასევე კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის გაზების დაბალ ემისიიანი განვითარების ხელშეწყობასა და ამისთვის ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ქ.ნიუ-იორკში მოაწერა.

წყარო - www.noaa.gov - National Oceanic and Atmospheric Administration | U.S. www.meteo.gov.ge

ანიმაციაზე ნაჩვენებია ყოველწლიური ტემპერატურა 1880-დან 2016 წლამდე. მე-20 საუკუნის მონაცემებში დომინირებს ლურჯი ფერი, ბოლო წლებში მკვეთრად მომატებული ტემპერატურის გამო კი უმეტესად წითელი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში